воскресенье, 8 мая 2011 г.
четверг, 5 мая 2011 г.
პროექტის სახელწოდება: ქართველ მათემატიკოსთა პირველი თაობა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
მათემატიკის ისტორიის შესახებ და ქართველ მათემატიკოსთა პირველი თაობის შესახებ
პროექტის ვრცელი აღწერა: თანამშრომლობით პროექტში მოსწავლეები მოიპოვებენ ონფორმაციას მათემატიკის წარმომავლობის შესახებ.ასევე მოიძიებენ ინფორმაციას მათემატიკოსთა პირველი თაობის ცხოვრება მოღვაწეობის და მათ მიერ შექმნილი პირველი ნამუშევრის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: მე–8, მე–10, მე–11 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობა: შესაბამისი ინფორმაციის მოძიება,კვლევა დისკუსიების გამართვა,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.მასალების განთავსებაბლოგზე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და უნარ– ჩვევებს. შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ. მოსწავლეების მიერ მომზადდება პრეზენტაცია, რომელიც მოეწყობა სკოლაში. შეიქმნება ფოტო ალბომი. აღნიშნული პროექტი განთავსდება შესაბამის საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, გაიგებენ თუ, როდის წარმოიშვა მათემატიკა, ვინ იყვნენ ქართველ მათემატიკოსთა პირველი თაობა გაეცნობიან მათ ცხოვრებას და მოღვაწეობას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ. კავშირი:
ამ პროექტის შექმნისას მოსწავლეებს განუვითარდებათ იმფორმაციის მოძიების, კვლევის და დისკუსიის უნარი. გამოიმუშავებენ შემოქმედებითუნარ–ჩვევებს. უკეთ ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ( ინტერნეტში მასალების, ფოტო და აუდიო–ვიდეო მასალების მოძიებას, პრეზენტაციის მომზადებას და ნამუშევრების ბლოგში განთავსებას).
პროექტის ხელმძღვანელი: ელენე კოპალეიშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: kopaleishvilie@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: kopaleishvilie.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)